Friday 5 February 2010

2012



2012 წლის 21 დეკემბერს დედამიწას მეტეორიტი დაეჯახა. ერთი შეხედვით დიდი ტრაგედია, სინამდვილეში ნამდვილი დღესასწაული იყო, თუმცა ამის შესახებ კაცობრიობამ ჯერ არ იცოდა.
მეტეორი, რომელიც შეორეული გალაქტიკური მძღნერის გროვა იყო და რომელიც მილიონობით სინათლის წელიწადი ღია სივრცეში მოგზაურობდა შესაფერისი მიზნის ძებნაში, პირდაპირ ორ ზღვას შუა დაეცა. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე დიდი ორმო (”იამკა”) გაჩნდა.
მთელი მსოფლიო შოკირებული იყო, მაგრამ ამით არაფერი იცვლებოდა. მსოფლიოში მხოლოდ ერთი ქართველი დარჩა ჩემი სახით. ამიტომ როგორც ქვეყნის სამართალ მემკვიდრეს ორმო და გაეროს გენერალური მდივანის სამძიმარი გადმომცეს. საგარეო ვალების გასტუმრების შემდეგ რამდენიმე მილიონი და ბადენ-ბადენის აგარაკი დამრჩა. როგორც ნამდვილმა ქართველმა, მაშინვე რაციონალურად აზროვნება დავიწყე და ფულის ფლანგვას მისი დაბანდება ვარჩიე.
რამდენიმე თვიანი სამშენებლო სამუშაოების შემდეგ, ახალი ატრაქციონი მზად იყო. ორმოს კიდეებზე დამონტაჟებული ”Overlook-ები” და “Observation Deck-ები” ტურისტებს ვერ იტევდა. ატრაქციონის შესავლელთან დიდი აბრა ეკიდა - ”მოდით და იხილეთ მსოფლიოში ყველაზე დიდი უფსკრული.” ამ აბრას ვუცქერდი და თან ვფიქრობდი, ”რა საკრალური სლოგანია.” ტურიზმი ყვაოდა საქართველოში, მაგრამ საქართველო ამას ვერ მოესწრო.

1 comment:

  1. shen shecdi, meore qartveli me viyavi :) da saertodac bevri qartveli darcha, radgan mati naxevari mag dros sazgvargaret iyuo wasuli:))))

    ReplyDelete