Friday 8 January 2010

სანიშნე

როცა კორპუსები ფანჯრებს მოხუჭავენ
და მთვარეები აყვავდებიან გუბეებში
და მდინარეები ტალღებს დაიკაპიწებენ
და ჩვენი გულები, როგორც ძაღლები,
ჯაჭვებს აიწყვეტენ
და ყველა შეყვარებულის გულებად დანაწილდებიან,
მაშინ მინდა იყო აქ

როცა სინათლეები ჩაქრებიან
და სიბნელეები აენთებიან
და სიზმრები გამალდებიან და გამაღლდებიან და განაღდდებიან
და ხეები ჩიტებს მოისხამენ
და კალათებს მწიფე ბეღურებით გავავსებთ
და ვიტყვით: “გვშია”
მაშინ მინდა იყო აქ

როცა ქარის ურიცხვი მოძრაობა
შეიძენს ურიცხვ მნიშვნელობას
და ჩემი სიხარული
დაემთხვევა ქარებს და ქარებს...
და ქართაგან ერთ-ერთს, როგორც დასაკლავ ცხვარს,
ქამარზე გამოვიბამ
მაშინ მინდა იყო აქ

როცა ქვების აცდენას ვისწავლი
და ჩემკენ ნასროლი “ლოდებისგან ტაძარს ავაგებ”
სადაც შემოვლენ ღმერთები და
ჩუმად მთხოვენ ბედს და იმედებს,
რომლებიც ჩემთვის ერთხელაც არ გამოიმეტეს
და ვიქნები შესაძლებელი, როგორც დროშა
მთვარის ზედაპირზე დარჭობილი
და მოსალოდნელი,
როგორც ცვალებადი მოღუბლულობა
და ცვალებადი,
როგორც მოსალოდნელი სიყვარული

მაშინ მინდა იყო აქ.

ავტორი: პაატა შამუგია

Thursday 7 January 2010

Green Porno

























“მე ყოველთვის მაინტერესებდა ცხოველთა სამყარო და მათი ქცევები”. _ ამბობს როსელინი. “მე მინდოდა, რომ ხალხმა იცინოს, შემდეგ სახლში წავიდეს და თქვას: “ჯანდაბა! ეს ხომ არც ვიცოდი!” ეს ჩემი კონტრიბუციაა. მე მინდა ხალხმა მეტი იცოდეს ცხოველების შესახებ."

ვრცლად იხილეთ აქ


Wednesday 6 January 2010

პროფილი

ავტორი: მიშა ბახსოლიანი
[რა ხიფათები გამოიარა ავტორმა და როგორ მოხვდა ის "პროფილში" მაია ასათიანთან :) ]

დათო ვარ ბაქრაძე , 36 წლის, დაბადებული და გაზრდილი თბილისში, 18 წლამდე მუხიანში ვცხოვრობდი, სკოლა იქ დავამთავრე და სტაბილური ცხოვრებაც. მას შემდეგ რაც მშობლების მოტო კატასროფაში დამეხოცენ და მათი დანატოვარი ქონება მათივე დასასაფლავებლად ძლივს მეყო, დიდხანს არცერთ უბანში არ მიცხოვრია, ბინებს ვქირაობ და მეპატრონეებს ფულს არ ვუხდი, ამიტომ ყოველ თვე ახალ ოთახში მიწევს საცხოვრებლად გადასვლა.

ვრცლად იხილეთ აქ

Saturday 2 January 2010

შიშის სინდრომი

ავტორი: პაატა შამუგია

პროგრესის შიში ყოველთვის არაა სულელური ფობია. ჩვენს წინაპრებს მეხის შედეგად გაჩენილი ცეცხლისა ეშინოდათ და არცთუ უსაფუძვლოდ. კი, სხეულს ათბობდა, მაგრამ ვინაიდან დისტანცირება ჯერ არ ესწავლათ, ერთი-ორი მათი თანაგამოქვაბულელი საფუძვლიანად აშიშხინდა ამ მოგიზგიზე წითელ მასაში. ღმერთი კი მთლად ისეთი პრადვინუტიც ვერ გამოდგა, რომ მეხისთვის ინსტრუქციებიც მოეყოლებინა. გავიდა დრო და ადამიანებმა ისწავლეს ცეცხლთან გამკლავება, ხვნა-თესვა, მრავალპროფილიანი სექსი, თმის დავარცხნა, მოკვლა, სადღეგრძელოები, ტყუილი... დაამარცხეს სტიქია, ქოლერა, დაამარცხეს იმპერიები, მეტ-ნაკლებად _ რასიზმი და გენდერული დისკრიმინაცია... მაგრამ ცივილიზაციის პიკზეც კი ვერაფერი მოუხერხესშიშს...

დანარჩენი ტექსტი ნახეთ აქ