Saturday 13 November 2010

ლიტერატურული კვირის ლიტერატურული მიმოხილვა

ავტორი: გიორგი კეკელიძე

უცხოური
ლიტერატურის მიმოხილვა (შაბათიდან შაბათამდე):

უელბეკმა გონკური აიღო. ჩვენთან უელბეკს ცოტა კითხულობს, ნახევარი ბოლომდევერ.გული გვერევაო. ასე პირდაპირი მნიშვნელობით გვერევაო, თორემ ისე იციან, რომ მაგარია.ოო. ჟორჟის თაგრმანია? ჟორჟი ჩემი ლექტორი იყო, მაგრა კითხულობდა, კაი იქნებამეუბნებიან ხოლმე, ძირითადად გოგოები. მესამე დღეს კიიცი რა, აშკარად მაღალი დონეაკოელიოზე, მარა ცოტა იზვრაშენეცია და ვერ მივედი კანცოვკამდე. დოჩანაშვილის რამე ახალიხომ არ გამოსულა?
ისე, უელბეკს მეორე მთარგმნელიც მაგარი ჰყავსირმა ტაველიძე (ეს იმათ არ უთქვამთ, მეგეუბნებით)


ქართული ლიტერატურის ბოლო კვირის მიმოხილვა (შაბათიდან შაბათამდე):

გარდაიცვალა მთარგმნელი თამაზ ჩხენკელი. ზოგადად უკანასაკნელი ჟამის ქართულილიტარატურის მიმოხლვა ასეთიადიდი მეტი მიდის, ვიდრე მოდის. მაგრამ მე მგონი ესრაღაც კომპლექსია: არამგონია თუნდაც ამ სვეტის ,,შემკვეთი’’ (ბრჭყალები იმიტომ, რომფული არ გადაუხდია და არც აპირებს) პაატა შამუგია ან ვთქვათ დიანა ანფიმიადი ან სხვავთქვათ, რომელიმე ორმოცდაათიანელზე სუსტი პოეტი იყოს.

რამდენიმე დღის წინ ანინას საღამო ჩატარდა ლიბ.გეროკკლუბის ეგიდით. ანინა ნინოტეფნაძეაახალგაზრდა პროზაიკოსი ან პოეტი. როკკლუბიკლუბია. ლიბ.გეელექტორნული ბიბლიოთეკა.
ჩხენკელი კი ძალიან მაგარი იყო. სიზუსტეს არ იცავსოამას ძირითად ძლიერ მთარგმნელებსედავებიან, დავატყვე და აღარ ვაქცევ ყურადღებას.
სხვა რა გითხრათ, ამ ბოლოს მხატვრულ ლიტერატურას არა, ძირითადად ასტრონომიაზევკითხულობ, უაღრესად საინტერესოა, მაგრამ ...

მე იგი არ შევიყვარე,
რადგან პასუხად სიტყვამისაგებს _
არ მითხრა სხვისი ცოლი რომ იყო,
როცა მიმყავდა მდინარისაკენ.

(
ფედერიკო გარსია ლორკასხვისი ცოლითამაზ ჩხენკელის თარგმანი)