Wednesday 30 December 2009

ციხე უნივერსიტეტის სარდაფში

ავტორი:ალექსი ჩიღვინაძე

ერთ დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა ნიკა გვარამიამ სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა. ამ წინადადების წაკითხვის შემდეგ, თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ განცდა, რომ კომედიური ფილმისთვის დაწერილი სცენარის სინოფსის კითხულობთ. მაგრამ არა, ყველაფერი გაცილებით უფრო სერიოზულადაა. მისი ადგილი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დაიკავა. რატომღაც საქართველოს ხელისუფლებაში, განათლების სისტემასთან ყველაზე ახლოს - სასჯელაღსრულების სისტემა დააყენეს და სწავლას მოწყურებული ქართული განათლების რეფორმის განმახორცილებელი მინისტრიც ციხეების უმთავრესი ზედამხედველით ჩაანაცვლეს. პრემიერ მინისტრს არ დაუკონკრეტებია, აუცილებელია თუ არა, ბატონმა შაშკინმა შეცვალოს მუშაობის სტილი. უცნობია ვინ იქნება შემდეგი განათლების მინისტრი, ბაჩო ახალაია? ვანო მერაბიშვილი? უცნობია კიდევ რა ექპერიმენტებს შემოგვთავაზებს საქართველოს ხელისუფლება.


დანარჩენი ტექსტი ნახეთ აქ

ბალზაკის ნაბიჭვარი (ინტერვიუ ბეგბედერთან)

ასწორებს “დისნეი-ლენდი”

რატომ ვწერ? იმიტომ, რომ ვერ ვპოულობ პასუხს კითხვაზე: “რატომ ვარსებობ?” მე ის ვერ ვიპოვე ნარკოტიკებში, რელიგიაში, სიამოვნებაში, ოჯახში.
მერე იყო ლიტერატურა. ესეც ნარკოტიკია. ასე რომ არა, ვინ აიძულებს ადამიანს, იჯდეს სახლში გამოკეტილი და ქუჩაშიც არ გავიდეს? მე, როგორც ნარკომანს, მჭირდება ჩემი ლიტერატურული “დოზა”, სხვანაირად “ლომკა” მექნება და აგრესიული ვხდები.

ვხედავ, რომ ნარკოტიკები შენთვისაც მთავარი თემაა, როგორც შენი გმირი ოქტავისათვის.

დიახ, მე ვსაუზმობ კოკაინით, მერე ჭამა აღარ მინდება, საერთოდაც არ ვჭამ ხოლმე. ვფიქრობ, მე შევალ ლიტერატურის ისტორიაში, როგორც “დაექსტაზებული მთხრობელი”. თუ ბეროუზმა დაწერა ჰეროინზე, ემისმა კოკაინზე, ვიღაცამ ხომ უნდა გააუკვდავოს ექსტაზი. ეს ხომ აბსოლუტურად ლიტერატურული ნარკოტიკია, რომელიც ექსპრესიას გვიძლიერებს.


დანარჩენი ტექსტი იხილეთ აქ