Saturday 13 February 2010

ცალი ფეხით - სემინარიაში, ცალით - ბორდელში


პიერ კლოსოვსკი - XX საუკუნის ფრანგულ ფილოსოფიაში საკულტო ფიგურაა. სკანდალური მწერალი, მარკიზ დე სადისა და წმინდა წიგნების უბადლო მცოდნე. "ის ცალი ფეხით სემინარიაში დგას, ცალით - ბორდელში" - ამბობდნენ მასზე. თავისი ცხოვრების უკანაკნელი 30 წელი მან მხატვრობას მიუძღვნა.


კაფკას არ ჰქონდა ტელევიზორი


ჰუმანიტარული მეცნიერებების პროფესორი მარჯორი პერლოფი თავის (მერვე) წიგნს იწყებს შეკითხვით, რომელიც მას დაუსვა ერთმა იუგოსლავიელმა – სტუდენტმა, პოსტმოდერნული პოეზიის და თეორიის სემინარზე, სადაც განიხილებოდა ჯონი კეიჯის, როლან ბარტის, ჩარლზ ბერნსტაინის, სიუზან ჰოუს, ჟაკ დერიდას, სტივ მაკ-კეფერის და ლინ ჰეჯინიანის ნაწარმოებები: “რატომ არ წერენ ისინი კაფკასავით?”

სტუდენტს, რათქმაუნდა მხედველობაში ჰქონდა (წერს პერლოფი), რომ კაფკა (აქ მთავარი არ არის რამდენად რთულია ნაწარმოების აზრი, ან რამდენად ზუსტია მინიშნებათა ქსელი, რამდენად ორაზროვანია ინტონაცია) წერდა პროზას, რომლის სინტაქსისიც იყო აბსოლუტურად გამჭირვალე. პირველივე რეაქცია ზემოთ ჩამოთვლილი ავტორების “ფრაზებზე” და მითუმეტეს თუ ის - მთელი აბზაცი ან გვერდია, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ თავს გარკვეულწილად თაღლითობის მსხვერპლად შევიგრძნობთ. არსებობს პოეტთა ჯგუფი (ობიექტივისტებით დაწყებული და “კონკრეტული” პოეტებით დამთავრებული, ეგრეთწოდებულ “ენობრივ სკოლამდე”, ცენტრში კარგათ ცნობილი ჯონი ეშბერით.) რომელთაც დეკონსტრუქციასთან საკმაოდ “შავბნელი” კავშირი აქვთ და წერენ უაზრო, პრეტენზიულ “სისულელეს”, რომელსაც ლიტერატურად ასაღებენ. ან თუ ამ გამოთქმას დამამცირებლად მივიჩნევთ, გავიხსენოთ პაუნდის ცნობილი “უშუალო დამოკიდებულება საგნებთან”.

ვრცლად იხილეთ აქ

Tuesday 9 February 2010

ბაბუს გადაეკეტა


ავტორი: მიშა ბახსოლიანი (არყის ბიჭი)

_ქალბატონო!
_დიახ.
_ვადაგასული ძეხვი ტრაკში მოგხვედრიათ?
_დიახ.
_რაა?
_და ვაშლი ქალბატონო?
_ვაშლები აი იმას შესტენეთ, მეზობელ სექციაში. ოღონდ იჩქარეთ, თორემ თხუთმეტ წუთში ვიხურებით.

Sunday 7 February 2010

მეორე ქარხანა

ავტორი: ზურა ჯიშკარიანი

ჰაერი გამჭვირვალე მინის ბლოკებია,
აქა-იქ გამუქებული -
ურბანული გამონაბოლქვებით ქუჩის ბოლოში,
გახშირებული სუნთქვით გაზეთისფერ დაკუჭულ დილაში
ან დაუბანელი თითების მოურიდებელი შეხებებით
გაშლილი ხელის მანძილზე. ასე ახლოს.
იშვიათად, შეიძლება გადაეყარო დატოვებულ ტუჩებსაც კი, ფერმკრთალი კონტურებით, როგორც სიზმარში.

ხანდახან ისინი (მინები) ზანზარებენ
როცა ღამის ცვლაში უძინარი მუშა
დაკოჟრილ ხელს აჭერს გაუგებარი წარწერებით დამშვენებულ პოპ-არტულ ღილაკებს
და დილის მწარმოებელი დანდაგარები იწყებენ ჩვეულ ზუზუნს,
პირველი მეტროს ვაგონები გამოყავთ საწყობებიდან, მცირებალიანი მიწისძვრა არ დაანგრევს შენს სახლს.

ამ უძინარ მუშებს
გულჩათხრობილი,მორცხვი მაჩოიზმის და მეგობრისთვის დატოვებული სიგარეტების
იდუმალი,ტკბილი სურნელი დაკრავთ,
მათი დუნე მოძრაობები განპირობებულია -
აუცილებლად ჩასართავი ღილაკების მკაცრი დეტერმინიზმით.
ისინი შეიძლება ითქვას ჩვენი დედები არიან,
მიწისქვეშ დამალული რკინის სველი 'ტრუბები'
რომლებმაც სამსახურეობრივი მოვალეობის გრძნობით აღსავსე სიყვარულით
გამოგვისროლეს ამ თეთრ ოთხკუთხედზე
სადაც ჰაერი მინის ბლოკებია
აქა-იქ გამუქებული ურბანული გამონაბოლქვებით ქუჩის ბოლოში და ასე შემდეგ.

აღებულია demo.ge-დან

Robot Shamugia + Kelly The Nochura + GvancaBoy




Friday 5 February 2010

2012



2012 წლის 21 დეკემბერს დედამიწას მეტეორიტი დაეჯახა. ერთი შეხედვით დიდი ტრაგედია, სინამდვილეში ნამდვილი დღესასწაული იყო, თუმცა ამის შესახებ კაცობრიობამ ჯერ არ იცოდა.
მეტეორი, რომელიც შეორეული გალაქტიკური მძღნერის გროვა იყო და რომელიც მილიონობით სინათლის წელიწადი ღია სივრცეში მოგზაურობდა შესაფერისი მიზნის ძებნაში, პირდაპირ ორ ზღვას შუა დაეცა. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე დიდი ორმო (”იამკა”) გაჩნდა.
მთელი მსოფლიო შოკირებული იყო, მაგრამ ამით არაფერი იცვლებოდა. მსოფლიოში მხოლოდ ერთი ქართველი დარჩა ჩემი სახით. ამიტომ როგორც ქვეყნის სამართალ მემკვიდრეს ორმო და გაეროს გენერალური მდივანის სამძიმარი გადმომცეს. საგარეო ვალების გასტუმრების შემდეგ რამდენიმე მილიონი და ბადენ-ბადენის აგარაკი დამრჩა. როგორც ნამდვილმა ქართველმა, მაშინვე რაციონალურად აზროვნება დავიწყე და ფულის ფლანგვას მისი დაბანდება ვარჩიე.
რამდენიმე თვიანი სამშენებლო სამუშაოების შემდეგ, ახალი ატრაქციონი მზად იყო. ორმოს კიდეებზე დამონტაჟებული ”Overlook-ები” და “Observation Deck-ები” ტურისტებს ვერ იტევდა. ატრაქციონის შესავლელთან დიდი აბრა ეკიდა - ”მოდით და იხილეთ მსოფლიოში ყველაზე დიდი უფსკრული.” ამ აბრას ვუცქერდი და თან ვფიქრობდი, ”რა საკრალური სლოგანია.” ტურიზმი ყვაოდა საქართველოში, მაგრამ საქართველო ამას ვერ მოესწრო.

Wednesday 3 February 2010

მავნე ქართული ტრადიციები




ქართული სუფრისათვის ლამაზი სადღეგრძელოების გარდა კარგა გვარიანი ჩხუბებიცაა დამახასიათებელი. გამოთქმაცაა ასეთი - "ოცკაციან სუფრაზე ასკაციანი ჩხუბი გარდუვალიაო". ან კიდევ: "ცუდი ქორწილი იყო, ჩხუბი არ ყოფილაო". ჩხუბი და აყალმაყალი - ისეთი ფენომენია, რომ ზოგიერთის თვალში თავის ლაზათს ანიჭებს ქართულ სუფრას. არადა, ვითომ მართლაც არის ამ ფენომენში რაიმე ისეთი, ლამაზი და განსაკუთრებული?