Wednesday 30 December 2009

ციხე უნივერსიტეტის სარდაფში

ავტორი:ალექსი ჩიღვინაძე

ერთ დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა ნიკა გვარამიამ სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა. ამ წინადადების წაკითხვის შემდეგ, თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ განცდა, რომ კომედიური ფილმისთვის დაწერილი სცენარის სინოფსის კითხულობთ. მაგრამ არა, ყველაფერი გაცილებით უფრო სერიოზულადაა. მისი ადგილი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დაიკავა. რატომღაც საქართველოს ხელისუფლებაში, განათლების სისტემასთან ყველაზე ახლოს - სასჯელაღსრულების სისტემა დააყენეს და სწავლას მოწყურებული ქართული განათლების რეფორმის განმახორცილებელი მინისტრიც ციხეების უმთავრესი ზედამხედველით ჩაანაცვლეს. პრემიერ მინისტრს არ დაუკონკრეტებია, აუცილებელია თუ არა, ბატონმა შაშკინმა შეცვალოს მუშაობის სტილი. უცნობია ვინ იქნება შემდეგი განათლების მინისტრი, ბაჩო ახალაია? ვანო მერაბიშვილი? უცნობია კიდევ რა ექპერიმენტებს შემოგვთავაზებს საქართველოს ხელისუფლება.


დანარჩენი ტექსტი ნახეთ აქ

No comments:

Post a Comment