Monday 27 December 2010

პრუსტის კითხვარი #



1.       რა არის თქვენი დამახასიათებელი მთავარი თვისება?
წარმოდგენა არ მაქვს.  

2.
როგორ მოიაზრებთ ბედნიერების იდეას?
საკუთარი თავის ამოგდება რუტინიდან, რომელსაც ცხოვრება და გარშემომყოფები გატენიან. ნებისმიერ ფასად.

3.
რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი თვისება მამაკაცში?
ტვინის ნაოჭები.

4.
რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი თვისება ქალში?
ტვინის ნაოჭები.

5.
რა არის თქვენი საყვარელი საქმიანობა?
წერა-კითხვა, სექსი, მარტო ყოფნა, სიგარეტი უზმოზე.

6. სად იცხოვრებდით?
სადმე, სადაც საქართველო არაა. ხანდახან მგონია, რომ ეს უიმედო ქვეყანა საინტერესოც კია საცხოვრებლად, მაგრამ უმეტესად ვფიქრობ, რომ აქედან შორს გადაკარგვა უფრო ბედნიერს გამხდის.

7.
რომელია თქვენი საყვარელი ფერი?
ყვითელი.

8. რომელია თქვენი საყვარელი ყვავილი?
საკურა.

9. საყვარელი ფრინველი?
ბატი. 

10. რა არის თქვენი ყველაზე დიდი დარდი?
ის, რომ ბედნიერება პრინციპულად შეუძლებელია.

11.
რომ არა თქვენ, ვინ იქნებოდით?
არავინ. ახლაც არავინ ვარ.

12. გჯერათ თუ არა რევოლუციების?
არ მჯერა - მომწონს.

13.
თქვენი ყველაზე დიდი დანაშაული?
  
საიდუმლოა.

14. ვინ არის თქვენი საყვარელი პროზის ავტორი?
“იოანეს სახარების” ავტორი იოანე.

15.
თქვენი საყვარელი პოეტი?
“იოანეს სახარების” ავტორი იოანე.

16.
საყვარელი მხატვარი?
ლუის ბურჟუა. გვარმა არ შეგაცდინოთ, მემარცხენეაJ

17. ვინ არის თქვენი საყვარელი კომპოზიტორი?
ქოენი…

18.
რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს ზიზღს?
არცერთი - ისტორიისადმი ფრიგიდული ვარ.

19.
ვინ არის თქვენი საყვარელი ლიტერატურული გმირი ქალი? 
დულსინეა.

20.
ვინ არის თქვენი საყვარელი ლიტერატურული გმირი მამაკაცი?
იოზეფ კა.

21.
ვინ არის თქვენთვის გმირი რეალურ ცხოვრებაში?
გმირები და წმინდანები არ მიყვარს (რეალურ ცხოვრებაში).

22.
რა არის თქვენი საყვარელი საჭმელი და სასმელი?
საჭმელებიდან - ელარჯი, სასმელებიდან ვსვამ ყველაფერს, რაც ათრობს, სიყვარულით არცერთი არ მიყვარს.

23.
რომელი სახელები გიყვართ?
სულერთია.

24.
რით ხართ დაჯილდოვებული?
მიწისძვრას ვგრძნობ ნახევარი საათით ადრე.

25.
რას თვლით თქვენს უმნიშვნელოვანეს მიღწევად?
ასეთი რამე არ გამაჩნია.

26. რომელ ნიჭს გინდათ რომ ფლობდეთ? 
ფიზიკის.

27.
რას ვერ იტანთ?
ძილს. დღე-ღამეში სამ საათს მძინავს. მინდოდა შემცირება, მაგრამ ფიზიკურად ვეღარ გავუძელი.

28.
რას პატიობთ ადვილად?
ადვილად არაფერს.

29.
რას არ პატიობთ?
ყველაფერს, ოღონდ რთულად.

30.
რას აფასებთ ყველაზე მეტად მეგობრებში?
იხ: მესამე და მეოთხე კითხვის პასუხი.

31.
რის გარეშეა წარმოუდგენელი თქვენი ცხოვრება?
სიგარეტის.

32.
ვის გარეშეა წარმოუდგენელი თქვენი ცხოვრება?
არ ვიცი.

33.
როგორია თქვენი ამჟამინდელი სულიერი განწყობა?
სტაბილური.

34.
რა გინდათ, თქვენზე რომ თქვან დიდი ხნის შემდეგ?
ის, რასაც ჩემი ყოფილი შეყვარებული ამბობდა ჩემზე მანამ, სანამ ჩემი ყოფილი შეყვარებული გახდებოდა.

35. თქვენი დევიზი...
მეტი ტექსტი, ნაკლები იდეალები!

36. რამდენად გულწრფელად პასუხობთ?

რამდენიმე კითხვაზე მოვიტყუე. 

-----------------------------------------


გამოქვეყნდა myjournal.ge-ში © 2010





No comments:

Post a Comment